Skip to legal information
PadelHipp
Home

Legal information

Terms, club rules and privacy

These documents apply to PadelHipp accounts, bookings, payments, and use of the club.

Effective date: 2 October 2026

Brand
PadelHipp
Legal entity
შპს იპო პადელი
Identification number
416396545
Service location
Rustavi Hippodrome, 9/11 Meskhishvili Street, Rustavi 3700, Georgia
Contact
info@padelhipp.com
+995 595 339 349
Cancellation policy კლუბის წესები უსაფრთხოება არასრულწლოვნები Privacy Policy

Booking cancellation and credits

Cancellation and credit return policy

Cancel at least 6 hours before the scheduled start time to receive the full booking value as PadelHipp credits. One GEL equals one credit. Credits stay in your PadelHipp account and may be used for a future court booking; customer cancellations are not returned as cash to a bank card. Cancellations made less than 6 hours before the game and no-shows are not eligible for credits. This policy does not limit rights that cannot be excluded under applicable law.

ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია თამაშის დაგეგმილ დაწყებამდე არანაკლებ 6 საათით ადრე. ასეთ შემთხვევაში ჯავშნის სრული ღირებულება დაბრუნდება PadelHipp-ის კრედიტების სახით: 1 ლარი უდრის 1 კრედიტს. კრედიტები რჩება მომხმარებლის PadelHipp-ის ანგარიშზე და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომავალი კორტის დასაჯავშნად; მომხმარებლის მიერ გაუქმებული ჯავშნის თანხა საბანკო ბარათზე ნაღდი ფულის სახით არ ბრუნდება. თამაშამდე 6 საათზე ნაკლები დროით ადრე გაუქმებული ჯავშანი და გამოუცხადებლობა კრედიტით ანაზღაურებას არ ექვემდებარება. აღნიშნული წესი არ ზღუდავს კანონით გათვალისწინებულ იმ უფლებებს, რომელთა გამორიცხვაც დაუშვებელია.

ქართული ვერსია

კლუბის წესები და მომსახურების პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესები განსაზღვრავს PadelHipp-ის ტერიტორიაზე პადელის კორტებით, სპორტული ინფრასტრუქტურითა და კლუბის სხვა მომსახურებით სარგებლობის პირობებს.

კორტის დაჯავშნა, მომსახურების საფასურის გადახდა ან კლუბის ტერიტორიაზე მომსახურების მიღება ნიშნავს მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების გაცნობასა და მათთან თანხმობას.

კლუბის ადმინისტრაციას უფლება აქვს, უსაფრთხოების, ტექნიკური გაუმართაობის, ამინდის ან სხვა ობიექტური მიზეზით დროებით შეზღუდოს ან შეაჩეროს კონკრეტული კორტით სარგებლობა.

მუხლი 2. კორტის დაჯავშნა

კორტის დაჯავშნა შესაძლებელია კლუბის მიერ განსაზღვრული ელექტრონული სისტემით, ვებგვერდით, სოციალური ქსელით, ტელეფონით ან ადგილზე.

დაჯავშნა ძალაში შედის მხოლოდ შესაბამისი წესით დადასტურების შემდეგ.

მომხმარებელი ვალდებულია დაჯავშნისას მიუთითოს სწორი საკონტაქტო ინფორმაცია.

ერთი დაჯავშნა განკუთვნილია მხოლოდ დაჯავშნისას განსაზღვრული დროისა და მოთამაშეთა რაოდენობისთვის.

მომხმარებლის მიერ მესამე პირისთვის კორტის გადაცემის შემთხვევაში პასუხისმგებლობა კლუბის წინაშე ეკისრება დაჯავშნის განმახორციელებელ პირს, თუ კლუბის სხვა წესი არ ადგენს.

ჯავშანი არის საათობრივი რომელიც განსაზღვრება ორსაბათიდან პარასკევის ჩათვლით 1 საათის ღირებულება 60 ლარის ოდენობით, შაბათი-კვირა 80 ლარის ოდენობით.

მუხლი 3. კორტის გამოყენება

მომხმარებელი ვალდებულია:

  1. დროულად გამოცხადდეს;
  2. გამოიყენოს კორტი მხოლოდ დანიშნულებისამებრ;
  3. დაიცვას უსაფრთხოების წესები;
  4. გაუფრთხილდეს კორტს, ბადეს, მინას, განათებასა და სხვა ინვენტარს;
  5. დაუყოვნებლივ აცნობოს კლუბის თანამშრომელს დაზიანების ან საფრთხის შესახებ.

აკრძალულია:

  1. კორტზე ისეთი ნივთების შეტანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს საფარი ან სხვა მოწყობილობა;
  2. კორტის გამოყენება ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;
  3. აგრესიული ან სახიფათო ქცევა;
  4. სხვა მომხმარებლისთვის ხელის შეშლა;
  5. კლუბის ქონების განზრახ დაზიანება.

მუხლი 4. დაგვიანება

მომხმარებლის დაგვიანება არ იწვევს დაჯავშნილი დროის ავტომატურ გახანგრძლივებას.

თუ მომხმარებელი არ გამოცხადდება დაჯავშნილ დროში, კლუბს უფლება აქვს აღნიშნული დაჯავშნა ჩათვალოს გამოუყენებლად და გამოიყენოს გაუქმების/No-show-ის წესი.

მუხლი 5. კლუბის ადმინისტრაციის უფლებები

კლუბს უფლება აქვს:

  1. უარი უთხრას პირს მომსახურებაზე, თუ იგი არღვევს უსაფრთხოების წესებს ან კლუბის წესებს;
  2. დროებით შეუზღუდოს პირს კლუბით სარგებლობა წესების განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში;
  3. მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
  4. შეცვალოს კორტი ტექნიკური ან უსაფრთხოების საჭიროებიდან გამომდინარე;
  5. გააუქმოს სესია, თუ კორტის გამოყენება შეუძლებელი ხდება ამინდის, ტექნიკური გაუმართაობის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო.

მუხლი 6. ზიანის ანაზღაურება

მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს მის მიერ ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი პირის მიერ კლუბის ქონებისთვის მიყენებული ზიანი, თუ ზიანი გამოწვეულია განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით და კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 7. დავები

მომხმარებელთა პრეტენზიები განიხილება კლუბის მიერ დადგენილი საჩივრის/მომართვის პროცედურის შესაბამისად. მომხმარებლის კანონით გათვალისწინებული უფლებები არ იზღუდება წინამდებარე წესებით.

უსაფრთხოების წესები და პასუხისმგებლობის ფორმა

1. უსაფრთხოების ძირითადი წესები

მომხმარებელი ვალდებულია:

  • კორტზე შევიდეს მხოლოდ შესაბამისი სპორტული ფეხსაცმლით.
  • გამოიყენოს შესაბამისი სპორტული ინვენტარი.
  • არ შეეხოს კორტის მინის კონსტრუქციებს, განათების სისტემას ან სხვა ტექნიკურ მოწყობილობას არასათანადო წესით.
  • არ დატოვოს კორტზე ბოთლები, ჩანთები ან სხვა ნივთები, რომლებიც ქმნის ტრავმის რისკს.
  • დაიცვას მწვრთნელის ან კლუბის თანამშრომლის უსაფრთხოების მითითებები.
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თამაში და აცნობოს კლუბის თანამშრომელს.
  • ბავშვების შემთხვევაში პასუხისმგებელმა მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უზრუნველყოს ბავშვის შესაბამისი ზედამხედველობა.

2. ჯანმრთელობის მდგომარეობა

პადელი წარმოადგენს ფიზიკურ აქტივობას და შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფიზიკური დატვირთვის, დაცემის, შეჯახების ან სხვა ტრავმის რისკთან.

მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაზე და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციაზე.

კლუბს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის საკუთარი გაუფრთხილებლობით, უსაფრთხოების წესების დარღვევით ან კლუბის მითითებების შეუსრულებლობით, კანონით დასაშვებ ფარგლებში.

წინამდებარე დებულება არ ზღუდავს კლუბის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხისმგებლობა კანონით კლუბს ეკისრება.

3. ინციდენტი

ნებისმიერი ტრავმის, დაცემის, შეჯახების, ქონების დაზიანების ან სხვა ინციდენტის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კლუბის ადმინისტრაციას.

კლუბი უფლებამოსილია შეადგინოს ინციდენტის შესაბამისი აქტი.

4. პირველადი დახმარება

კლუბში უნდა იყოს ხელმისაწვდომი პირველადი დახმარების საშუალებები და პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

საჭიროების შემთხვევაში კლუბი გამოიძახებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

5. მომხმარებლის დადასტურება

მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  • გაეცნო უსაფრთხოების წესებს;
  • აცნობიერებს პადელის თამაშთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ ფიზიკურ რისკებს;
  • ვალდებულია დაიცვას კლუბის უსაფრთხოების წესები;
  • ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კლუბს ინციდენტის შესახებ.

არასრულწლოვანი მომხმარებლის წესები და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა

1. ზოგადი წესი

არასრულწლოვანი პირის მიერ კლუბის მომსახურებით სარგებლობა დასაშვებია კლუბის მიერ განსაზღვრული ასაკობრივი და უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

არასრულწლოვანის რეგისტრაციასა და ვარჯიშზე დაშვებას ახორციელებს მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

კლუბს უფლება აქვს მოითხოვოს ასაკისა და კანონიერი წარმომადგენლის სტატუსის დამადასტურებელი ინფორმაცია.

2. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები

მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ:

  1. ბავშვს აცნობს უსაფრთხოების წესებს;
  2. კლუბს აწვდის სწორ საკონტაქტო ინფორმაციას;
  3. აცნობებს კლუბს ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის/უსაფრთხოების გარემოების შესახებ, მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მომსახურების უსაფრთხოდ გაწევისთვის აუცილებელია;
  4. აცნობებს კლუბს ბავშვის წაყვანის უფლებამოსილი პირების შესახებ, თუ ეს აუცილებელია;
  5. პასუხისმგებელია ბავშვის მიერ კლუბის წესების დაცვაზე კანონით დადგენილ ფარგლებში.

3. მწვრთნელის გაკვეთილები

არასრულწლოვანის ინდივიდუალური ან ჯგუფური ვარჯიში ტარდება კლუბის მიერ განსაზღვრული პროგრამისა და უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

4. ფოტო/ვიდეო

არასრულწლოვანის ფოტოს ან ვიდეოს სარეკლამო, სოციალურ ქსელებში ან სხვა საჯარო მიზნით გამოყენებისთვის კლუბი იღებს კანონით მოთხოვნილ შესაბამის თანხმობას.

თანხმობა არასრულწლოვნის წარმომადგენლის

მე, როგორც არასრულწლოვანის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, ვადასტურებ, რომ გავეცანი Padel Club-ის წესებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებს და ვეთანხმები არასრულწლოვანის მიერ კლუბის მომსახურებით სარგებლობას.

English version supplied by PadelHipp

Privacy Policy

This Privacy Policy explains how PadelHipp collects, uses, protects, and shares personal information when you use our website, platform, application, or services.

1. Our commitment to personal data protection

We are committed to keeping your personal information secure and protecting it from improper or unlawful use. If you ask us for information about how your personal data is processed, we will provide complete and comprehensive information as required, and no later than 10 days after receiving your request.

2. Your rights under applicable law

Your personal information is protected under the Georgian Law on Personal Data Protection. You may request information about the processing of your data and, where applicable, ask for your information to be corrected, updated, blocked, or deleted. You may also object to the use of your personal data for direct marketing purposes.

3. How you may interact with our platform

When you use our website, platform, or application, we may ask you to provide certain personal information. This may happen when you create a user profile, order or book a service, publish information, participate in a competition or survey, apply for employment, request information, or take part in similar activities.

4. Information we collect and how it is used

Depending on your interaction with us, we may collect information such as your first and last name, email address, telephone number, address, personal identification number, gender, date of birth, and other information that you choose to provide. For product or service orders, payment information is processed securely by our payment provider(s). We do not keep sensitive payment information such as your complete card number or CVV.

5. Cookies and user activity monitoring

We use cookies and similar technologies to understand how users interact with our services, provide a better experience, and improve our offerings. You may disable or restrict cookies through your browser settings, although doing so may prevent some services or features from working properly. We and/or authorized third parties, including analytics providers, may automatically collect information through cookies, web beacons, and pixel tags.

6. Automated processing and profiling

We may process personal information for purposes such as pricing, personalization of services, fraud prevention, and improving our products and services. Unless there is a legal or contractual basis or you have given the required consent, you have the right not to be subject to a decision based solely on automated processing, including profiling, when that decision has a significant effect on you.

7. Payments through third-party providers

Payments made through our platform may be processed by trusted third-party providers, including banks and providers such as Flitt. PadelHipp does not store sensitive card information, including the full card number or CVV. Payment processing is carried out in accordance with applicable international PCI DSS security standards.

8. Categories of personal information

For administrative and processing purposes, personal information may be grouped into categories including contractual, location-related, behavioral, technical, communication, financial, and documentary information.

9. Purposes for which we use personal information

We may use your personal information to provide, operate, and improve our products and services; administer the platform; communicate with you and respond to customer-support requests; carry out marketing activities and measure their effectiveness; process and manage payments; identify, prevent, and report fraud or financial crime and manage related risks; and comply with applicable laws, regulations, rights, and legal obligations.

10. Parties with whom personal data may be shared

Where necessary, we may share personal information with partner organizations, including telecommunications operators used for messaging, analytics and optimization providers such as Google Analytics, Matomo.org, Facebook Pixel, Hotjar, and VWO Analyze, as well as competent authorities where disclosure is required by law. Before personal information is shared, relevant parties must agree to maintain appropriate security and confidentiality.

11. Security of personal information

We keep personal information on secure infrastructure and restrict access to authorized personnel. We use commercially reasonable security measures to protect your information; however, no transmission of information over the Internet can be guaranteed to be completely secure.

© 2026 PadelHipp შპს იპო პადელი ID 416396545 info@padelhipp.com